რეზონანსი
03.10.2026

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი აფასებს მთავრობისადმი ნდობის რეიტინგს, სადაც საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულში. მისი თქმით, ეს ღირსეულად მოპოვებული შედეგებია.

„საქართველო იმყოფება ურთულეს რეგიონში, ირგვლივ ყველგან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების ძალიან სწორმა, პრაგმატულმა, მშვიდობაზე ორიენტირებულმა, თანმიმდევრულმა, გონივრულმა პოლიტიკამ უზრუნველყო საქართველოში ეკონომიკური ზრდა. ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი მმართველობითი რეფორმა გაატარა, უპრეცედენტო მასშტაბით ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას. სწორედ ამ მშვიდობაზე დაფუძნებულმა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნდობა დაიმსახურა [მთავრობამ]. რა თქმა უნდა, ევროკომისიის კვლევის შედეგებიც განსხვავებულს არ ამბობს. ეს არის ძალიან ღირსეულად მოპოვებული და დამსახურებაზე დაფუძნებული შედეგები“, - განაცხადა შატაკიშვილმა.

როგორც ცნობილია, ამოქვეყნდა ევროკომისიის კვლევა, რომლის მიხედვითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×