
ეკა ყუშიტაშვილის განცხადებით მას გურამ დადიანიძის საქმეზე სასამართლოშ იბარებენ. როგორც ყუშიტაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, მას დადიანიძის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ანა გელაშვილმა შეურაცხყფისთვის უჩივლა.
"გურამ დადიანიძის ამბავზე სასამართლოში მიბარებენ... გურამ დადიანძის გაუჩინარება და ეს ტრაგედია მთელი საქართველოსთვის არის შემზარავი. არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვინც ამას არ დარდობს და მთელი საქართველო გამომძიებლებად ვიქეცით რასაც ჰქვია.
მიმძიმს ამ ბავშვზე ლაპარაკი. მე თვითონ ვარ მშობელი და ძალიან განვიცდი. ეს ანა გელაშვილი ტელევიზიით რომ გამოვიდა და გურამ დადიანიძეს აბუჩად იგდებდა დასცინოდა, მის გაუბედურებულ დედას დასცინოდა. ეს ბავში ხან ნარკომანი გამოიყვანეს, ხან ბარიგა, ხან უინტელექტო... ათასი რაღაცა. საგამოძიებო უწყებებს უმორჩილესად გთხოვთ, რომ მეტი დრო დაუთმეთ ამ ბავშვის ამბის გამოძიებას,“ - აცხადებს ყუშიტაშვილი.
ვიდეოს შესავალში ის ანა გელაშვილს მიმართავს.
"არანაირად არ ვნანობ და უკან არ მიმაქვს ჩემი სიტყვები... მე გადავიხდი ჯარიმას ფულით, მაგრამ შენ გადაიხდი სამყაროსთან სხვა რამით. შენი საქციელით დაამტკიცე რაც ხარ. არ შევმცდარვარ შენში არანაირად,“ - წერს ინფლუენსერი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე