რეზონანსი
02.10.2026

ევროპა ახლახან დათანხმდა, გამოათავისუფლოს დიზელის საწვავის უზარმაზარი მარაგი - ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება:

„ევროპა ახლახან დათანხმდა, გამოათავისუფლოს დიზელის საწვავის უზარმაზარი მარაგი, რომელიც მათ დიდი რაოდენობით აქვთ დაგროვილი. პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება...“, - წერს ტრამპი.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანიასა და საფრანგეთს მოუწოდა, შეამცირონ დიზელის მარაგები, რომელიც საგანგებო შემთხვევისთვის შეიქმნა, რათა ხელი შეუწყონ საწვავზე მსოფლიო ფასების შემცირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ დიზელის ექსპორტზე აკრძალვას დააწესებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×