რეზონანსი
02.10.2026

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი რატი იონათამიშვილი მედიასთან ხსნის, თუ რა მეთოდოლოგიით უნდა დამუშავდეს IRI-ის ე.წ. ნედლი კვლევა და როგორ გადანაწილდება არსებული პროცენტები კვლევის შედეგების ალოკაციის მიხედვით.

იონათამიშვილი ამცხადებს, რომ IRI-ის მიერ მიღებული 36 % მრავლდება ორზე, რაც მეორე მხარეს არსებული მინიმალური შედეგების და გადაუწყვეტელი, ასევე პასუხზე უარის მთქმელი პროცენტების პროპორციული განაწილების შედეგად მიიღება.

„საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევა ნამდვილად ჯოჯოხეთური მოცემულობაა აგენტურული ოპოზიციისთვის. ეს კვლევა ადასტურებს, რომ დღეს არსებულ ხელისუფლებას აქვს ისტორიული, მისი არსებობის პერიოდში ყველაზე დიდი მხარდაჭერა. თუ IRI-ის მიერ მიღებულ შედეგებს გავუკეთებთ ალოკაციას, გავითვალისწინებთ მეორე მხარეს მიღებულ პროცენტებს, ასევე მეთოდოლოგიურად გავანაწილებთ უარს პასუხზე და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს - „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს. IRI-ის კვლევის შედეგების გაგრძელებაა დღეს გამოქვეყნებული ევროკომისიის კვლევაც, რომელიც უცვლელად იმეორებს შედეგებს. როდესაც ჩვენი ქვეყანა საზოგადოების მხრიდან მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგში ევროპაში მეხუთე ადგილზეა, ეს ადასტურებს მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერის უტყუარობას“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×