რეზონანსი
02.10.2026

სახლხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ აპარატმა დეტალურად შეისწავლა იმ პატიმრის საქმე, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ლევან იოსელიანის თქმით, ციხიდან გამოთხოვილი და ნანახია ვიდეო-ჩანაწერები. მისივე განცხადებით, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რაზეც პატიმარი გიორგი დავიტაძე უთითებდა, პროკურატურა დაწყებული აქვს გამოძიება. 

„ეს საკითხი ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი. მათ შორის, მოვითხოვეთ მასალების დაარქივება და ვნახეთ ვიდეო-ჩანაწერები. ფიზიკური ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის  რაიმე სახის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება“, - აცხადებს ლევან იოსელიანი. 

პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს. მოგვიანებით, მეექვსე პენიტენციურმა დაწესებულებამ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია და ბადრაგის მიერ, პატიმარზე სექსუალური ძალადობის ფაქტი კატეგორიულად უარყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×