
ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს, ევროკომისიისსავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას აფიქსირებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველოზე ერთი და იმავე ევროპული სივრციდან ორი სრულიად განსხვავებული სურათი მოდის: პოლიტიკური შეფასება და კვლევით გაზომილი საზოგადოებრივი განწყობა,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, უხერხულია, როცა ევროკრატია ქართველებს დემოკრატიის გაკვეთილებს უკითხავს, „ევრობარომეტრის“ კვლევა კი აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების ნდობა საკუთარი მთავრობის მიმართ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მისი აზრით, ზოგჯერ ბრიუსელს საკუთარი ცხრილების წაკითხვაც სჭირდება.
„ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს, ევროკომისიისსავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას აფიქსირებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“?
2025 წელს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველომ მეხუთე ადგილი დაიკავა — 2024 წლის მერვე ადგილიდან.
2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო. მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებლით ევროპის ბოლო პოზიციებზე კი ნიდერლანდები, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, საბერძნეთი და სლოვენია არიან.
აქ ირონია სწორედ ისაა, რომ საქართველოზე ერთი და იმავე ევროპული სივრციდან ორი სრულიად განსხვავებული სურათი მოდის: პოლიტიკური შეფასება და კვლევით გაზომილი საზოგადოებრივი განწყობა.
და ყველაზე უხერხული სწორედ ეს არის: ევროკრატია ქართველებს დემოკრატიის გაკვეთილებს უკითხავს, „ევრობარომეტრის“ კვლევა კი აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების ნდობა საკუთარი მთავრობის მიმართ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
ყველაზე საინტერესო თავად 54.1% კი არა, ისაა, საიდანაც ეს ციფრი მოდის. ეს არ არის ოფიციალური თბილისის მიერ შეკვეთილი კვლევა, რომელსაც ბრიუსელი „ქართული ოცნების პროპაგანდად“ მონათლავდა. ეს სწორედ იმ ევროპული კვლევითი სისტემის მონაცემია, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტები თავად ზომავენ საზოგადოებრივ განწყობებს.
„ევრობარომეტრი“ ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების მიერ გამოყენებული კვლევითი ინსტრუმენტია, რომელიც 1974 წლიდან ევროპაში საზოგადოებრივ განწყობებს სწავლობს. ანუ, როცა ბრიუსელი საქართველოს დემოკრატიის გაკვეთილებს უკითხავს, მისივე ცხრილში ქართული საზოგადოების მთავრობისადმი ნდობა ევროპის ხუთეულშია. როგორც ჩანს, ზოგჯერ ბრიუსელს საკუთარი ცხრილების წაკითხვაც სჭირდება.“- წერს გია აბაშიძე.