რეზონანსი
02.10.2026

თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე - "ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს.

"თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება კი - ჭეშმარიტად ეპოქალურია. სწორედ მისმა სიყვარულითა და სიბრძნით გამსჭვალულმა წინამძღოლობამ განაპირობა ქრისტიანული ფასეულობების ღრმად დამკვიდრება ახლად აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საძირკველში. პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც ჩვენს მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×