რეზონანსი
02.10.2026

უკრაინამ ინდოეთისგან, თურქეთისგან, ეგვიპტისგან და აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებები მიიღო და რუსეთთან ზავის სხვადასხვა ფორმატის განსახილველად მზად არის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სიბიგას თქმით, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატს განიხილავს, თუმცა ზავი ენერგეტიკის სფეროსა და შავ ზღვაზეც უნდა გავრცელდეს.

„ჩვენ გვაქვს ოთხი წინადადება. ყველაზე ფართო ინდოეთის წინადადებაა. ჩვენ მზად ვართ ენერგეტიკული და შავი ზღვის ზავისთვის, თუმცა მხოლოდ ამ ორი მიმართულების კომბინაციის შემთხვევაში. ენერგეტიკა და ზავი შავ ზღვაში. ეს გულისხმობს სრულ ენერგეტიკულ ზავს, ყველა ენერგეტიკულ ობიექტზე, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტას“, – აღნიშნა სიბიგამ.

მისივე თქმით, მსგავსი წინადადებებით უკრაინას თურქეთმა და ეგვიპტემაც მიმართეს, ათი ინიციატივა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, რომლის მიზანიც მარცვლეულის ექსპორტის აღდგენაა.

მეოთხე წინადადება აშშ-ს ეკუთვნის. ვაშინგტონი უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკის სფეროში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ემხრობა.

სიბიგას განცხადებით, კიევი ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ვარიანტისთვის, მათ შორის, ფრონტის ხაზზე ზავისთვისაც მზად არის.

„არის კიდევ მეოთხე, აშშ-ის წინადადება ენერგეტიკული ზავის შესახებ, რომელიც პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისას განიხილეს. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ზავი შესაძლოა, პრეზიდენტ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი გახდეს. ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატისთვის, მათ შორის, ფრონტის ხაზზე უპირობო ზავისთვისაც“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×