რეზონანსი
01.10.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მტერზე დარტყმა კომპანია Fire Point-ის მიერ წარმოებული FP-7 ტიპის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით პირველად განახორციელეს.

„უკრაინული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7. პირველი საბრძოლო გამოყენება. მადლობა შედეგისთვის", - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ამ ტიპის რაკეტების სერიულ წარმოებას განახორციელებს. თავდასხმის სხვა დეტალები ან დარტყმის ზუსტი ლოკაცია პრეზიდენტს არ დაუზუსტებია.

კომპანია Fire Point-ის მიერ შემუშავებული FP-7 რაკეტის პრეზენტაცია 2025 წელს შედგა, ხოლო 2026 წლის თებერვალში გავრცელდა სახმელეთო პლატფორმიდან მისი საცდელი გაშვების კადრები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×