რეზონანსი
01.10.2026

თურქეთი და გაერო რუსეთსა და უკრაინას შორის შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებს ორგანიზებას უწევენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg -ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების დროს მთავარი ხაზი იქნება იმ ქვეყნების პრობლემები, რომლებიც სურსათზე ფასების ზრდის გამო დაზარალდნენ. აღნიშნული ინიციატივის მიზანია გაიმეოროს 2022 წარმატებული კამპანია შავ ზღვაში მარცვლეულის გადაზიდვის უზრუნველსაყოფად.

წყაროს ცნობით, შეხვედრები ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება. შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციის - "ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრი" - წარმომადგენლები კი შუამავლების როლში იქნებიან.

აღინიშნება, რომ სექტემბრის ბოლოს, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს, დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ამ დიპლომატიური ინიციატივისთვის სტარტი უნდა მიეცა. მას შეუერთდნენ თურქი მაღალჩინოსნები, ასევე აშშ-ის, ევროპის და ინდოეთის წარმომადგენლები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×