რეზონანსი
01.10.2026

არ გვინდოდა და არ დაგვიწყია ომი, ომი ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, საჭირო არ იყო წლების განმავლობაში უკრაინაში აგრესიული ნაციონალიზმისა და რუსოფობიის წაქეზება".

"სიმართლე იმაშია, რომ ჩვენ არ გვინდოდა და ჩვენ არ დაგვიწყია ომი, არამედ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს ომი. საჭირო არ იყო წლების განმავლობაში უკრაინაში აგრესიული ნაციონალიზმისა და რუსოფობიის წაქეზება იმ მიზნით, რომ ის რუსეთთან ბრძოლის ინსტრუმენტი გამხდარიყო.

საჭირო არ იყო ნატოს-სგან ჩვენი ისტორიული ტერიტორიების სამხედრო ათვისება თავად ორგანიზაციის ინტერესებისთვის - იქ თავიანთი ბაზების დაგეგმვა.

საჭირო არ იყო კიევში რადიკალების სახელმწიფო გადატრიალებისთვის წაქეზება და შემდეგ ასეთი არსებითად უკანონო რეჟიმისთვის სხვადასხვა შეტევითი შეიარაღების მიცემა.

საჭირო არ იყო დონბასისა და ყირიმის მცხოვრებლებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების ორგანიზების გეგმების შედგენა. საჭირო არ იყო შეუიარაღებელი ხალხის ტანკებით გადავლა, რაკეტებით დაბომბვა, თვითმფრინავებიდან დახვრეტა და ცოცხლად დაწვა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რუსები არიან ეროვნებითა და სულით", - განაცხადა პუტინმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×