რეზონანსი
01.10.2026

მორიგი შეტევა, ანტიქართული, ანტიქრისტიანული, ანტიადამიანური, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ მილიონზე მეტმა ადამიანმა საქართველოში გამოხატა მშვიდობიანად სოლიდარობა პატრიარქის მიმართ, საპატრიარქოს, რწმენის მიმართ და ამ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას ეს რამდენიმე ადამიანი.

„როცა იმუქრება ადამიანი 1921 წლის კონსტიტუციით, სადაც არაფერი ეწერა ეკლესიაზე, გამოდის, რომ ის ეთანხმება 1921 წლის მერე მიღებულ კონსტიტუციებსაც, საბჭოთა კავშირის დროინდელ კონსტიტუციებს, იქაც არაფერი ეწერა ეკლესიაზე და გამოდის, რომ ზუსტად ეს ხალხია იმ საბჭოთა ნომენკლატურის ხალხი, რომლებიც დღეს უკვე მათი პატრონების სახით ევროკავშირში ევროსაბჭოთა კავშირს ქმნიან. ისინიც ებრძოდნენ ეკლესიას და ესენიც უკვე პირდაპირ ებრძვიან და შეურაცხყოფას აყენებენ ეკლესიას“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ახობაძემ საქართველოს ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენა, ვიქტორ ყიფიანის პარტიის წევრი ზურა შარაშენიძე კი პატრიარქს დაემუქრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×