ნატალია ჯვარიძე
01.10.2026

დუბაი-თელ ავივის რეისის თვითმფრინავი, სადაც მეორე პილოტი კაპიტანს დანით თავს დაესხა, კინაღამ ჩამოვარდა. დაჭრილი კაპიტნის და შესაბამისად მთელი ხომალდის გადარჩენასა და პირველად სამედიცინო დახმარებაში გადამწყვეტი როლი ბორტზე მყოფმა ქართველმა-ებრაელმა ექიმ-სტომატოლოგმა, შოთა მუსაევმა ითამაშა. ლაინერი საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა. შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. 174 მგზავრის გადარჩენის გამო ისრაელის პრესა და ოფიციალური პირები, კაპიტნისა და ექიმის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანს ასახელებენ, რომლებმაც სავარაუდო ტერორისტი გააუვნებელყვეს.

30 სექტემბერს, დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან თელ-ავივის მიმართულებით დილის 07:00 საათზე „ფლაიდუბაის" რეისი FZ1073 გაფრინდა. ბორტზე 174 მგზავრი, მათ  შორის 27 ბავშვი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ფრენის დაწყებიდან 2,5 საათის შემდეგ, როდესაც თვითმფრინავი 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, პილოტების კაბინაში მეორე პილოტი მოულოდნელად დანით დაესხა თავს ხომალდის კაპიტანს.

დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისა და კაპიტნის დაჭრის გამო, ლაინერმა მართვა დაკარგა და მკვეთრი დაშვება დაიწყო. 12 წუთის განმავლობაში თვითმფრინავმა ფაქტობრივად პიკირებდა და სიმაღლის ნახევარი დაკარგა, რამაც სალონში პანიკა გამოიწვია.

  • შოთა მუ­სა­ე­ვი ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტად თვითმფრი­ნა­ვის მკვეთრ ვარ­დნას იხ­სე­ნებს. მისი თქმით, მგზავრებს თავიდან ეგო­ნათ, რომ იღუ­პე­ბოდ­ნენ. ყვი­როდ­ნენ, რომ ბორტზე მყო­ფი სხვა პი­ლო­ტე­ბი კა­ბი­ნა­ში შე­სუ­ლიყ­ვნენ. მას შემ­დეგ, რაც ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა თვითმფრი­ნა­ვის მარ­თვა გა­და­ი­ბა­რა, მგზავ­რე­ბი მიხ­ვდნენ, რომ გა­დარ­ჩე­ნის შან­სი ჰქონ­დათ

დაჭრილმა კაპიტანმა საოცარი სიმტკიცე გამოიჩინა და კაბინის დაბლოკილი კარის განბლოკვა მოახერხა. ამის შემდეგ რამდენიმე მამაკაცი, მათ შორის მგზავრები, თავდამსხმელს მიეჭრა და განაიარაღა.

ეკი­პაჟ­მა ჯერ ზო­გა­დი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის კოდი 7700 გა­დას­ცა, ხოლო მა­ლე­ვე ჩარ­თო 7500 - სა­ერ­თა­შო­რი­სო სიგ­ნა­ლი, რო­მე­ლიც ხო­მალ­დის გა­ტა­ცე­ბას ან მას­ზე უკა­ნო­ნო თავ­დას­ხმას ნიშ­ნავს. უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მი­სა­ღე­ბად ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი ჰა­ერ­ში აწია.

პილოტების წარმომავლობაზე უმალ უამრავი ჭორი გავრცელდა. თავიდან რუსულენოვანი წყაროები წერდნენ, თითქოს ერთი რუსი იყო, მეორე კი უკრაინელი, ჩხუბს კი ყოფითი ხასიათი ჰქონდა. თუმცა მოგვიანებით ისრაელის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრემიერმა ნეტანიაჰუმ განაცხადეს, რომ ეს იყო ტერაქტის მცდელობა, ლაინერის კაპიტანი ინდოელი გამოდგა და ნეტანიაჰუმ მას „გმირი" უწოდა, მეორე, თავდამსხმელი პილოტის ვინაობა კი არ გაამხილა. ამ მეორე პილოტზე ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომ ის ომანის მოქალაქეა.

კაპიტანმა, რომელსაც ბორტზე მყოფი ექიმები ეხმარებოდნენ, მათ შორის შოთა მუ­სა­ევ­ი, რომელმაც დაჭ­რი­ლი პი­ლო­ტის გა­დარ­ჩე­ნა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შეძლო ხომალდზე კონტროლის აღდგენა და თვითმფრინავის უახლოეს აეროპორტში, საუდის არაბეთში (ტაბუკის აეროპორტში) ავარიულად დასმა.

შოთა მუ­სა­ე­ვი ჰყვე­ბა, რომ რო­დე­საც თვითმფრი­ნა­ვის წინა ნა­წილ­ში ხმა­უ­რი და ყვი­რი­ლი გა­ი­გო­ნა, თა­ვად გა­იქ­ცა და­სახ­მა­რებ­ლად. თავ­და­პირ­ვე­ლად არც კი იცო­და, რომ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ექი­მის დახ­მა­რე­ბა გახ­დე­ბო­და სა­ჭი­რო.

„მე ტე­რო­რის­ტთან საბ­რძოლ­ვე­ლად მივ­დი­ო­დი და არა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად", - იხ­სე­ნებს მუ­სა­ე­ვი.

მისი მო­ნა­ყო­ლით, თავ­დამ­სხმე­ლის შე­ჩე­რე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მგზავ­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მა­მა­კა­ცი ძლი­ერ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და და მის გა­სა­კა­ვებ­ლად ხელ-ფე­ხის შეკ­ვრა გახ­და სა­ჭი­რო. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ი­ნა­ხა შო­თამ დაჭ­რი­ლი კა­პი­ტა­ნი.

პი­ლო­ტი ია­ტაკ­ზე იწვა და თა­ვი­სა და ხე­ლე­ბის ჭრი­ლო­ბე­ბი­დან ძლი­ერ სის­ხლდე­ნა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ის გონ­ზე იყო და მგზავ­რებ­თან სა­უ­ბა­რი შე­ეძ­ლო.

„თვითმფრი­ნავ­ში ერ­თა­დერ­თი ექი­მი ვი­ყა­ვი. სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბა შევ­ძე­ლი", - ამ­ბობს შოთა მუ­სა­ე­ვი.

მისი თქმით, დაშ­ვე­ბამ­დე დაჭ­რი­ლი კა­პიტ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი იყო. ტა­ბუკ­ში დაშ­ვე­ბის შემ­დეგ პი­ლო­ტი სა­უ­დის არა­ბე­თის მე­დი­კო­სებს გა­დას­ცეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მუ­სა­ევს უთხრეს, რომ კა­პი­ტა­ნი გა­დარ­ჩა და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბო­და.

შოთა მუ­სა­ე­ვი ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტად თვითმფრი­ნა­ვის მკვეთრ ვარ­დნას იხ­სე­ნებს. მისი თქმით, მგზავრებს თავიდან ეგო­ნათ, რომ იღუ­პე­ბოდ­ნენ. ყვი­როდ­ნენ, რომ ბორტზე მყო­ფი სხვა პი­ლო­ტე­ბი კა­ბი­ნა­ში შე­სუ­ლიყ­ვნენ. მას შემ­დეგ, რაც ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა თვითმფრი­ნა­ვის მარ­თვა გა­და­ი­ბა­რა, მგზავ­რე­ბი მიხ­ვდნენ, რომ გა­დარ­ჩე­ნის შან­სი ჰქონ­დათ.

ისრაელის მხარემ და ოფიციალურმა პირებმა ეს შემთხვევა შეაფასეს როგორც საჰაერო ტერორისტული აქტი და თვითმფრინავის ჩამოგდების/გატაცების მცდელობა. თავდამსხმელი პილოტი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ როგორ აიტანა მან ცივი იარაღი ბორტზე და რა იყო მისი მოტივი.

ამ ინციდენტის ირგვლივ, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებსა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ მედიასაშუალებაში, ბევრი კონსპირაციული ვერსია გაჩნდა.

კრიტიკოსები სვამენ კითხვას: როგორ მოახერხა პილოტმა საერთაშორისო აეროპორტის (დუბაის) მრავალდონიანი შემოწმების ავლა ცივი იარაღით? მათი მტკიცებით, ეკიპაჟის წევრებიც გადიან სკანირებას და დანის შეტანა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ეს წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია ან დადგმული სცენარი არ იყო.

ამ ვერსიის მომხრეები აცხადებენ, რომ ისრაელს სჭირდებოდა ახალი, მასშტაბური „მსხვერპლის ნარატივი" საერთაშორისო ასპარეზზე, რათა ყურადღება გადაეტანა რეგიონში მიმდინარე სხვა სამხედრო-პოლიტიკური პროცესებიდან და გაემყარებინა თავისი პოზიცია, რომ „ისრაელის მოქალაქეებს ჰაერშიც კი ემუქრებათ ჯიჰადისტური ტერორიზმი".

ზოგიერთი წყარო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თვითმფრინავი მაინცდამაინც საუდის არაბეთში დაეშვა - ქვეყანაში, სადაც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი ფარულად თუ აშკარად მიმდინარეობს. კონსპირაციის მომხრეთა აზრით, ეს გამოიყენეს ერთობლივი „უსაფრთხოების კრიზისის" საჩვენებლად.

ისრაელი და „ფლაიდუბაი" ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ შავ ყუთებში ჩაწერილი აუდიომასალა, რადარების მონაცემები და ბორტზე მყოფი 170-ზე მეტი მგზავრის რეალური პანიკა გამორიცხავს ყოველგვარ ინსცენირებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×