
გელა დაიაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპულ უმცროს ვაჟს, ჯარჯის, დაბადების დღეს ულოცავს.
„ვაკვირდები 17 წლის ბიჭებს და წარმოგიდგენ… როგორი და რამხელა კაცი იქნებოდი… გილოცავ, მამის ღიმილა ჯარჯი… მენატრებით!!! “, – წერს გელა დაიაური.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა, 2010 წლის 22 ივლისს, ხევსურეთში, მუცოს ხეობაში მოხდა. გზაზე მოძრავი ავტომობილი ხევში გადავარდა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ გელა დაიაურის მეუღლე – მომღერალი და კომპოზიტორი თეონა ქუმსიშვილი, მათი ორი მცირეწლოვანი ვაჟი, დემეტრე და ჯარჯი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე