რეზონანსი
01.10.2026

2012 წლის 1 ოქტომბერი გახლავთ ეპოქალური და გარდამტეხი მნიშვნელობის მონე მოვლენა საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს ელოდა გარდაუვალი კრახი.

„სააკაშვილის მმართველობის პირობებში საზოგადოებას კარგად ახსოვს ის უმძიმესი რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი აღმოვჩნდით ამ სადისტური მმართველობის პირობებში, როდესაც გარე ძალების დავალებით მოქმედი სააკაშვილის ტირანული რეჟიმი პრაქტიკულად ანადგურებდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს იმ ღირებულებებს, რაზეც ეს ქვეყანა დგას. პირდაპირ ხოცავდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში, აუპატიურებდნენ პატიმრებს პენიტენციურ დაწესებულებაში, ქონებას ართმევდნენ ბიზნესს, ტერიტორიებს აბარებდნენ ოკუპანტს და რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მისი შექმნილი „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხის უდიდესი მობილიზება, ეს კრახი იყო აუცილებელი და გარდაუვალი შედეგი ამ ყველაფრის.

2012 წლის პირველ ოქტომბერს რევოლუციურმა არჩევნებმა რადიკალურად შეცვალა მდგომარეობა საქართველოში. ქვეყანა დაადგა აღმშენებლობის გზას, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში დღემდე, რამაც განაპირობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, მისი გაძლიერება რეგიონული პოლიტიკის მასშტაბით და ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს გაუჩნდა სწორედ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და რა თქმა უნდა მისი უდიდებულესობის, ქართველი ხალხის დამსახურება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 54.97% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×