რეზონანსი
01.10.2026

2026 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, დუ­ბა­ი­დან თელ-ავი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მფრი­ნავ FlyDubai-ს FZ1073 რე­ის­ზე მას­შტა­ბუ­რი ტრა­გე­დია აი­ცი­ლეს თა­ვი­დან. Boeing 737 MAX 8-ის ბორტზე, სა­დაც 174 მგზავ­რი (მათ შო­რის 27 ბავ­შვი) იმ­ყო­ფე­ბო­და, ფრე­ნი­სას მძი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და - კა­ბი­ნა­ში მე­ო­რე პი­ლო­ტი კა­პი­ტანს და­ნით და­ეს­ხა თავს.

რე­ი­სი დუ­ბა­ი­დან თელ-ავი­ვის­კენ, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, დი­ლის 7 სა­ათ­ზე გაფ­რინ­და. ფრე­ნის და­წყე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ორ­სა­ათ-ნა­ხე­ვარ­ში, რო­დე­საც ლა­ი­ნე­რი 34 000 ფუ­ტის სი­მაღ­ლე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, პი­ლო­ტე­ბის კა­ბი­ნა­ში ძა­ლა­დო­ბა და­ი­წყო. თვითმფრი­ნავ­მა მკვეთ­რი დაშ­ვე­ბა და­ი­წყო და FlightAware-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 12 წუთ­ში სი­მაღ­ლე 33 000 ფუ­ტი­დან 15 400 ფუ­ტამ­დე შემ­ცირ­და.

ეკი­პაჟ­მა ჯერ ზო­გა­დი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის კოდი 7700 გა­დას­ცა, ხოლო მა­ლე­ვე ჩარ­თო 7500 - სა­ერ­თა­შო­რი­სო სიგ­ნა­ლი, რო­მე­ლიც ხო­მალ­დის გა­ტა­ცე­ბას ან მას­ზე უკა­ნო­ნო თავ­დას­ხმას ნიშ­ნავს. უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მი­სა­ღე­ბად ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი ჰა­ერ­ში აწია.

მოწ­მე­ე­ბის ცნო­ბით, კა­ბი­ნის კა­რის გა­ღე­ბის შემ­დეგ მგზავ­რე­ბი და ბორტზე მყო­ფი სხვა პი­რე­ბი ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ე­რივ­ნენ და თავ­დამ­სხმე­ლი პი­ლო­ტი გა­ნა­ი­ა­რა­ღეს.

ის­რა­ე­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტი, მი­ხე­ილ ხე­ცო­ი­ძე ბორტზე მყო­ფი ქარ­თვე­ლი გმი­რის შე­სა­ხებ წერს. შოთა მუ­სა­ევ­მა დაჭ­რი­ლი პი­ლო­ტის გა­დარ­ჩე­ნა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აი რას ჰყვე­ბა მი­ხე­ილ ხე­ცო­ი­ძე:

“ქარ­თვე­ლი ექი­მი შოთა მუ­სა­ე­ვი - ად­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც FlyDubai-ს რე­ის­ზე დაჭ­რი­ლი პი­ლო­ტის გა­დარ­ჩე­ნა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

დუ­ბაი - თელ ავი­ვის რე­ის­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ექი­მი-სტო­მა­ტო­ლო­გი შოთა მუ­სა­ე­ვი FlyDubai-ს რეის FZ1073-ზე იმ­ყო­ფე­ბო­და - თვითმფრი­ნავ­ში, სა­დაც პი­ლოტ­ზე თავ­დას­ხმა მოხ­და და რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მგზავ­რე­ბის სი­ცო­ცხლე რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა.

შოთა მუ­სა­ე­ვი ჰყვე­ბა, რომ რო­დე­საც თვითმფრი­ნა­ვის წინა ნა­წილ­ში ხმა­უ­რი და ყვი­რი­ლი გა­ი­გო­ნა, თა­ვად გა­იქ­ცა და­სახ­მა­რებ­ლად. თავ­და­პირ­ვე­ლად მან არც კი იცო­და, რომ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ექი­მის დახ­მა­რე­ბა გახ­დე­ბო­და სა­ჭი­რო.

"მე ტე­რო­რის­ტთან საბ­რძოლ­ვე­ლად მივ­დი­ო­დი და არა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად“, - იხ­სე­ნებს მუ­სა­ე­ვი.

მისი მო­ნა­ყო­ლით, თავ­დამ­სხმე­ლის შე­ჩე­რე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მგზავ­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მა­მა­კა­ცი ძლი­ერ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და და მის გა­სა­კა­ვებ­ლად ხელ-ფე­ხის შეკ­ვრა გახ­და სა­ჭი­რო. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ი­ნა­ხა შო­თამ დაჭ­რი­ლი კა­პი­ტა­ნი.

პი­ლო­ტი ია­ტაკ­ზე იწვა და თა­ვი­სა და ხე­ლე­ბის ჭრი­ლო­ბე­ბი­დან ძლი­ერ სის­ხლდე­ნა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ის გონ­ზე იყო და მგზავ­რებ­თან სა­უ­ბა­რი შე­ეძ­ლო.

"თვითმფრი­ნავ­ში ერ­თა­დერ­თი ექი­მი ვი­ყა­ვი. სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბა შევ­ძე­ლი“, - ამ­ბობს შოთა მუ­სა­ე­ვი.

მისი თქმით, დაშ­ვე­ბამ­დე დაჭ­რი­ლი კა­პიტ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი იყო. ტა­ბუკ­ში დაშ­ვე­ბის შემ­დეგ პი­ლო­ტი სა­უ­დის არა­ბე­თის მე­დი­კო­სებს გა­დას­ცეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მუ­სა­ევს უთხრეს, რომ კა­პი­ტა­ნი გა­დარ­ჩა და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბო­და.

შოთა მუ­სა­ე­ვი ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტად თვითმფრი­ნა­ვის მკვეთრ ვარ­დნას იხ­სე­ნებს. მისი თქმით, ბორტზე მყოფ ადა­მი­ა­ნებს რამ­დე­ნი­მე წა­მით ეგო­ნათ, რომ იღუ­პე­ბოდ­ნენ. მგზავ­რე­ბი ყვი­როდ­ნენ, რომ ბორტზე მყო­ფი სხვა პი­ლო­ტე­ბი კა­ბი­ნა­ში შე­სუ­ლიყ­ვნენ. მას შემ­დეგ, რაც ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა თვითმფრი­ნა­ვის მარ­თვა გა­და­ი­ბა­რა, მუ­სა­ე­ვის თქმით, მგზავ­რე­ბი მიხ­ვდნენ, რომ გა­დარ­ჩე­ნის შან­სი ჰქონ­დათ.

"FlyDubai-ს რე­ის­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის სრუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა ერთი რამ უკვე თა­ვად შოთა მუ­სა­ე­ვის მო­ნა­ყო­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა - ქარ­თვე­ლი ექი­მი სხვა მგზავ­რებ­თან ერ­თად თავ­დამ­სხმე­ლის შე­ჩე­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, შემ­დეგ კი პრო­ფე­სი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია მძი­მედ დაჭ­რილ კა­პი­ტანს,“ - წერს მი­ხე­ილ ხე­ცო­ი­ძე.

შოთა მუ­სა­ე­ვი არის წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი ექი­მი (სტო­მა­ტო­ლო­გი). მას გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში (თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი).

ambbei.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×