რეზონანსი
30.09.2026

ვიცით, რომ სინამდვილეში ეს ოპოზიცია არ არის და ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ისინი არიან აგენტურული ჯგუფები. ვისაც არავინ ეკითხება სინამდვილეში რას გაათვითცნობიერებენ და რას არ გაათვითცნობიერებენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია იღებს დავალებებს და ამ დავალების შესრულებაშიც ოროსნები არიან.

„დავალებას მათზე გასცემენ სხვები და ეს დავალებები ყოველთვის არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და ამის ძალიან ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ამ ბოლო პერიოდის დღის წესრიგსაც რომ გადავხედოთ, თვითონ დაუკვეთეს კვლევა IRI-ის და შემდეგ ამ კვლევის შედეგები დამალეს. ცოტა ხნის წინ საკუთარ ამომრჩეველს ბუჩქებში ემალებოდნენ, ახალ უკვე საკუთარი ამომრჩეველი აღარ შერჩათ და რეიტინგებს ემალებიან. საზოგადოებამ ძალიან კარგად გაათვითცნობიერა ოპოზიცია რას წარმოადგენს, რა ინტერესები აქვს და ვის სამსახურშია. საქართველოს მნიშვნელობა რუკაზე დღითი დღე იზრდება მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე და ამის გაფართოებაა ჩვენი მიზანი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია რამდენად გავამართლებთ იმ იმედებს, რაც საზოგადოებას აქვს ჩვენთვის მონიჭებული. მთავარი პასუხისმგებელი უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ქვეყანაში, არის არჩეული ხელისუფლება და ხალხი. ამ აგენტურულ ჯგუფებზე არასდროს იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა. ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტია არის ჩვენი საზოგადოება და ის ხელისუფლება, რომელიც ამ ხალხმა აირჩია პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის სახით“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×