რეზონანსი
30.09.2026

2027 წლიდან, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 60 ლარით 555 ლარამდე გაიზრდება, 70 წელს ქვემოთ პირებისთვის კი 20 ლარით 390 ლარამდე, - განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის 2027 წლის პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. პაატა კვიჟინაძის თქმით, მომავალი წლის ბიურჯეტის პროექტის განხილვა კომიტეტებში მომავალი კვირიდან დაიწყება.

„რასაც გავეცანით, ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული. მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ბიუჯეტი სამ ეტაპად შემოდის. ახლა პირველი ეტაპია. ბიუჯეტის პროექტი [პირველ ეტაპზე] მხოლოდ კომიტეტებში განიხილება. მეორე ეტაპი - ნოემბერში და საბოლოო კი დეკემბერში. ახლა შემოსული ბიუჯეტის პროექტი მეორე და მესამე ეტაპზე არსებითად შეიცვლება, თუნდაც იმიტომ, რომ მთავრობა დააკვირდება რა შედეგით დასრულდება სექტემბერ-ოქტომბერი და ამის შემდეგ უფრო ზუსტად იქნება განსაზღვრული ბიუჯეტის პარამეტრები“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×