რეზონანსი
30.09.2026

ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის ამ ეტაპზე პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს.

აღნიშნული მან ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმეზე ჩვენების მიცემის შემდეგ განაცხადა.

გომელაურს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, დერეფანში, მაშინ როდესაც ის სასამართლოს შენობას ტოვებდა, ჟურნალისტების მიერ დასმულ რამდენიმე კითხვას მოკლედ უპასუხა.

„ბევრი არაფერი მაქვს სალაპარაკო“,- განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, აპირებდა თუ არა ის პოლიტიკაში მოსვლას, ასე უპასუხა:

„არ განიხილება არანაირად ჩემი დაბრუნება ამ ეტაპზე.... ამ ეტაპზე არ განიხილება და მომავალში...",- განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, თუ რას იტყოდა ის ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე და ბრალდებებზე, განაცხადა, რომ "ამაზე კომენტარს არ გააკეთებს, თავს შეიკავებს".

რაც შეეხება ჩორჩანაში საგუშაგოს აგებას და ამის შესახებ ინფორმაციის ცოდნას, გომელაურმა განაცხადა, "თუ საიდან უნდა სცოდნოდა?"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×