რეზონანსი
30.09.2026

ისრაელის ფინანსთა მინისტრი, ბეზალელ სმოტრიჩი ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილ თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება და 180 ისრაელელის მკვლელობა სცადა, ისე უნდა დაისაჯოს, თითქოს ისინი მართლაც დახოცა.

„ისრაელის სახელმწიფომ ყურადღება განზრახვაზე უნდა გაამახვილოს და არა შედეგზე. ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება და 180 ისრაელელის მკვლელობა სცადა, ისე უნდა დაისაჯოს, თითქოს ისინი მართლაც დახოცა. პასუხი უნდა აგოს როგორც მან, ისე ყველა სახელმწიფომ თუ ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელმაც ის გამოგზავნა.

მადლიერების ფსალმუნი სამყაროს შემოქმედს გადარჩენის ამ დიდი სასწაულისთვის. თუმცა ჩვენი მოვალეობაა: „დავედევნები ჩემს მტრებს და გავანადგურებ მათ; უკან არ დავბრუნდები, სანამ საბოლოოდ არ გავანადგურებ“, - დაწერა სმოტრიჩმა.

ცნობისთვის, დღეს დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. თვითმფრინავმა თავდაპირველად საერთაშორისო საგანგებო სიგნალი კოდით 7700 გააგზავნა. მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან სხვა სახის უკანონო ჩარევას ნიშნავს. მოგვიანებით თვითმფრინავი უსაფრთხოდ საუდის არაბეთში დაეშვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×