
გერმანიაში 29 წლის ქართველი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. საბა შენგელია ჩხოროწყუდან იყო. გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
„ძალიან ძნელია იმ რეალობასთან შეგუება, სადაც შენზე წარსულ დროში უნდა ვისაუბრო. მადლობა ძმობისთვის. შეხვედრამდე იქ, სადაც ტკივილი აღარ არსებობს და სიკეთე ბოროტებაზე გამარჯვებულია. უფალს ებარებოდე, ჩემო საბუკა“, - წერს ერთ-ერთი ახლობელი.
როგორც ახლობლების მიერ გავრცელებული პოსტებიდან ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცი სიმსივნეს ებრძოდა.
ამ დროისთვის უცნობია, როდის მოხდება ახალგაზრდა მამაკაცის გერმანიიდან საქართველოში გადმოსვენება.
ინფო მარტვილი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე