რეზონანსი
30.09.2026

ეს გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ დღეს სამწუხაროდ კრიზისშია ევროპული ინსტიტუციები სწორედ იმ ბოლო პერიოდის პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც წესით უნდა ემსახურებოდეს ქვეყნების ინტერესებს, სამართლიანობის პრინციპებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა მარიამ ლაშხმა შეერთებული შტატების მიერ GRECO-ს დატოვების საკითხზე საუბრისას.

მისივე თქმით, დღეს ევროპული ინსტიტუტების მხრიდან სახეზეა ორმაგი სტანდარტი და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა.

„ეს გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ დღეს სამწუხაროდ კრიზისშია ევროპული ინსტიტუციები სწორედ იმ ბოლო პერიოდის პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც წესით უნდა ემსახურებოდეს ქვეყნების ინტერესებს, სამართლიანობის პრინციპებს, თუმცა დღეს ვხედავთ, ორმაგ სტანდარდებს და იმას, რომ გაცდენილები არიან თავიანთ ჩარჩოებს და ერევიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. პარალელი რომ გავავლოთ საქართველოსთან, აშშ-ს ეს გადაწყვეტილება აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-სთვის ასევე საქართველოსთვის, რეალური შედეგები, კონკრეტული ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომა და არა ის რაც დღეს სამწუხაროდ ევროპულ ინსტიტუციებში არსებობს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ GRECO-დან გასვლის შესახებ ევროპის საბჭოს ოფიციალურად 28 სექტემბერს აცნობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ორგანიზაციაში მონაწილეობა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ხელშესახებ სარგებელს არ მოუტანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×