რეზონანსი
30.09.2026

ირანმა სამშვიდობო წინადადებაზე აშშ-ის პასუხი მიიღო - ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ირანმა კატარელი შუამავლების მეშვეობით აშშ-ის პასუხი მიიღო შვიდდღიან გეგმაზე, რომელიც მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

წყაროს ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის პასუხს თეირანში, ირანელ ოფიციალურ პირებთან განიხილავს.

ცნობისთვის, გასულ კვირას ირანმა წარადგინა შვიდდღიანი წინადადება, რომლის თანახმადაც, არაყჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე შეიძლება ხელახლა გაიხსნას და ნორმალური საზღვაო მიმოსვლა აღდგეს, თუ აუცილებელი პირობები დაკმაყოფილდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შემდგომში უარყო წინადადება, რამაც კატარის შემდგომი შუამავლობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×