რეზონანსი
30.09.2026

კახეთში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი შველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის სასამართლოში გამოცხადდა 

"23 წლის ბიჭი ვარ, მინგრევენ ცხოვრებას, მომავალს მინგრევენ. ყველამ იცის, რომ უდანაშაულო ვარ. მთელი სოფელი ხელწერილს დაწერს, რომ არაფერი დამიშავებია. ეს ამბავი რომ მოხდა, არ ვიცოდი. მკვლელობა როდის მოხდა, არ ვიცი. სიძესთან ვიყავი და გამომიყვანეს სახლში. ღამის 3 საათი იყო, როცა სახლში მივედი. ვიყავი მთვრალი და მეძინა. დილით გამოიარა სახანძრომ და სასწრაფომ. მაშინ მითხრეს, ბაბო მოუკლავთო. დამიგულეს, უპატრონო ბიჭია, გაჭირვებულიაო, მე მტენიან..." - თქვა მან სასამართლო პროცესზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×