რეზონანსი
29.09.2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა IRI-ს გამოკითხვის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვითაც ჯამში 8 ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ 16 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ საკუთარი მავნე პოლიტიკა, რომელიც მათ შორის გარედან იყო მართული და წახალისებული, თავისი თავი თვითგანადგურების რეჟიმში გადაიყვანა. ამ კვლევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოება ზუსტად აფასებს იმას, რომ ხელისუფლებამ შეძლო ამ ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების ვექტორის შენარჩუნება და ეს უზრუნველყო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

IRI-ის გამოკითხვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 პროცენტი აქვს, „ქართულ ოცნებას“ - 36. საერთო ჯამში კი, 8 ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ 16 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×