რეზონანსი
29.09.2026

ექსპერტი, ირაკლი ლატარია, IRI-ის მიერ პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ "ქართული ოცნების" მისამართით გაჟღერებულ მუქარას.

ლატარიას თქმით, პარტიების რეიტინგიდან ჩანს, თუ "ვის აქვს დედა ნატირები". ის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ამერიკელებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული.

"გუშინ, ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ "ქოცებსო", დღეს ცნობილი ხდება რომ IRI - ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს. აქედანაც ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. ამ სლაიდში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი "მხარდაჭერა" - 1%. ამით ყველაფერი ნათქვამია," - წერს ლატარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×