რეზონანსი
28.09.2026

 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მეგის ქარდავას საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მეგის ქარდავა რას აღიარებს და რას არა მნიშვნელოვანი არ არის. მისი დაცვის მხარისგანაც შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს [უდანაშაულობის შესახებ] ოფიციალური განცხადებები ასეთი მძიმე წარსულის მქონე ადამიანის მიმართ. ბრალს რომ არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარე, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის შესაძლოა ადვილი მოსასმენი არ იყოს. ღიმილის მომგვრელია, მეგის ქარდავაზე გვაქვს ლაპარაკი. 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს", - განაცხადა კირცხალიამ.

ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას თავისუფლების 9 წლით აღკვეთა შეეფარდა. განაჩენი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ გამოაცხადა. ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×