რეზონანსი
28.09.2026

ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები 60 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება პროდუქციის ფართო ასორტიმენტს ეხება. ჩინეთი ამერიკაში, ხოლო ამერიკა ჩინეთში შეღავათიანი ტარიფით 30-30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელს შეიტანს.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ჩამონათვალის მიხედვით, პეკინი ტარიფებს შეამცირებს ამერიკულ სიმინდზე, ხორბალზე, ხორცზე, რძის პროდუქტებზე, ზღვის პროდუქტებსა და სამედიცინო აპარატურაზე.

ამერიკული მხარე ტარიფებს შეუმცირებს ჩინური წარმოების მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ტექსტილსა და სათამაშოებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×