რეზონანსი
28.09.2026

28 სექტემბერს, შუადღისას, კიევის ცენტრში რუსული დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე.

შევჩენკოვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ საზანოვიჩმა, განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად არიან დაშავებულები და დაღუპულები. ადგილზე მუშაობს ყველა სასწრაფო და შესაბამისი სამსახური.

„მოსახლეობას ვთხოვ, არ მიუახლოვდნენ ინციდენტის ადგილს და არ ჩაერიონ სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობაში“, -  აღნიშნა მან  .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×