
არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
წილოსანის თქმით, სრულად რადიკალური „ნაცმოძრაობა“ სურდათ, რომ რაღაცით დაებალანსებინათ.
„არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს. სრულად რადიკალური „ნაცმოძრაობა“ სურდათ, რომ რაღაცით დაებალანსებინათ, ამ დაბალანსების პროცესში ჩათვალეს, რომ „გახარიებს“ შეეძლოთ მეტ-ნაკლებად კონსტრუქციული როლი ეთამაშათ, ხოლო ბიზნეს „ბეგრაუნდის“ „ლელო“, ალბათ იფიქრეს, რომ მისაღები იქნებოდა ქართველი საზოგადოებისთვის. თუმცა ეს დაბალანსების პროცესი სრულად ჩაუვარდათ, როდესაც ერთ შემთხვევაში „გახარიებმა“ დაიწყეს დიდი სიამოვნებით და ყველანაირი მორიდების გარეშე საკრებულოებში „ნაცებთან“ ერთად კოალიციის შეკვრა, ხოლო „ლელომ“, მაგალითად, თავის მანდატებზე უარის თქმით არანაკლები რადიკალიზმი გამოაჩინა.
რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ თითქოს გაამრავალფეროვნონ ოპოზიციური ველი და არ იყოს სრულად რადიკალიზებული, მოატყუონ ქართველი ამომრჩეველი, თუმცა ძალიან რთულია მოატყუო ქართველი ამომრჩეველი, როდესაც ისინი ხედავენ „გახარიებისა“ და „ლელოს“ პირდაპირ ანტიქართულ მოქმედებებს და არანაკლებ რადიკალიზმს, ვიდრე ის „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს“, - აღნიშნა მან.
მაჭავარიანი: ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ - 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით!