რეზონანსი
28.09.2026

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, რუსთავისკენ მომავალმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა. შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა კაცი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მოტოსპორტში საქართველოს ჩემპიონი დავით რობანაშვილია.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×