რეზონანსი
27.09.2026

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლევილის მამული იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლევილს თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

„მე მახსოვს, 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც დაიწყო დისიდენტური მოძრაობა, ფართო საზოგადოებამ გაიგო ლევილის შესახებ და მას შემდეგ ქართველი საზოგადოებისთვის ლევილი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ინახავდნენ ქართველები ათწლეულების მანძილზე ოცნებას თავისუფლების შესახებ, დამოუკიდებლობის შესახებ.

მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება ლევილის მამულს ქართველებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისთვის და არამხოლოდ მათთვის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლევილის მამული იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია,“ - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×