რეზონანსი
27.09.2026

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვიწევს ხელისუფლებისთვის შეხსენება, რომ რუსეთი არის მტერი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ მედიასთან განაცხადა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი მარშის დაწყებამდე.

ფარულავას თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია იმ ხელისუფლების დამარცხება, რომელსაც საქართველო „უფსკრულისკენ“ მიჰყავს.

„33 წლის წინ ჩვენ საქართველოს გული - სოხუმი დავკარგეთ, რადგან ის ჩვენი ნებით არ დაგვითმია. აფხაზეთი და სოხუმი არის საქართველო და აუცილებლად იფრიალებს ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვიწევს ხელისუფლებისთვის შეხსენება, რომ რუსეთი არის მტერი. ისტორიულად. რამდენიმე დღის წინ დუმაში იყო შეხვედრა, სადაც სეპარატისტი ოსები და აფხაზები და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დასხდნენ და საქართველოს მოსთხოვეს,თურმე ცეცხლი არ განაახლოს და „საზღვრების“ დემარკაცია უნდა მოხდეს. ერთადერთი საზღვარი, რომელზეც ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს საზღვარი არის არა ენგურზე, არამედ ფსოუს იქით, როკის გვირაბთან და ლარსთან. ჩვენ ჩვენს მტერს, რუსებს შეგვიძლია ამ საზღვრებზე ველაპარაკოთ, თორემ სამაჩაბლო და აფხაზეთი ყოველთვის იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ჩვენ ეს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მიაქანებს უფსკრულისკენ, აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რათა შევძლოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - აცხადებს ლაშა ფარულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×