რეზონანსი
27.09.2026

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ეხმაურება სოხუმის დაცემის დღეს.

"27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღედ რჩება.

პატივს მივაგებთ ომში დაღუპულთა ხსოვნას და ვფიქრობთ მათზე, ვინც დღემდე ვერ ახერხებს საკუთარ სახლში დაბრუნებას", - წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×