რეზონანსი
27.09.2026

მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული. აფხაზებიც დამარცხდნენ და ქართველებიც დამარცხდნენ , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე განაცხადა.

პატრიარქის თქმით, ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც.

„დღეს ვფიქრობთ უფლის ჯვარზე, მის მნიშვნელობაზე და ძალაზე. შეგვეწიოს ყველას ძალა და მადლი ცხოვლადმოფელისა ჯვრისა. როდესაც თაყვანს ვცემთ მაცხოვრის ჯვარს, ჩვენ თაყვანსა ვცემთ, პირველ რიგში, ამ სიყვარულის ღვაწლს, დიდ თავგანწირულ სიყვარულის ღვაწლს. სწორედ ეს სიყვარული აღსრულდა, სწორედ ეს ღვაწლი აღსრულდა ჯვარზე. ჩვენ ვიხსენებთ სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენას ჩვენი უახლოესი ისტორიისა. შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან, სოხუმის დაცემიდან. ამ საშინელმა ომმა მოიტანა 30 000-მდე დაღუპული ადამიანი. მე მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული. აფხაზებიც დამარცხდნენ და ქართველებიც დამარცხდნენ...

თუ გვინდა, რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და მარგებელი იყოს ჩვენთვის, ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც. ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება", - აღნიშნა პატრიარქმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×