რეზონანსი
27.09.2026

პარიზში რომის პაპის წირვაზე შეკრებილი ასეულ ათასობით ადამიანი, ახალგაზრდების თვალში საცემი სიმრავლე, გვახსენებს, რომ ქრისტიანული რწმენა ევროპაში დღესაც ცოცხალი, ადამიანთა გამაერთიანებელი ძალაა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, სწორედ ეს ევროპა გვაძლევს იმედს, რომ შეძლებს აიცილოს ცივილიზაციურ უფსკრულში გადაჩეხვა, რომლისკენაც მას ზოგიერთი მმართველი უბიძგებს.

,,პარიზში რომის პაპის წირვაზე შეკრებილი ასეულ ათასობით ადამიანი, ახალგაზრდების თვალში საცემი სიმრავლე, გვახსენებს, რომ ქრისტიანული რწმენა ევროპაში დღესაც ცოცხალი, ადამიანთა გამაერთიანებელი ძალაა.

აქაური სექტის წევრები ხშირად გვეუბნებიან: "რომელ ევროპაში მიდიხართ? იქ ვის უნდიხართ? არ არსებობს არავითარი ღირსებით ევროპაში". ჩვენ ხშირად არ ვპასუხობთ და ვაგრძელებთ ჩვენს გზას.

შემდეგ დგება ასეთი დღეები, ჩვენი 17 მაისის სულისკვეთებასთან ასე ახლოს მდგომი დღეები, როცა მთელი სიცხადით ვხედავთ ნამდვილ ევროპას: ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებულს, სიყვარულით გაერთიანებულს და მშვიდობის მქადაგებელს.

სწორედ ეს ევროპა გვაძლევს იმედს, რომ შეძლებს აიცილოს ცივილიზაციურ უფსკრულში გადაჩეხვა, რომლისკენაც მას ზოგიერთი მმართველი უბიძგებს.

ეს არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედნიც ქართველები ვართ და რომლისკენაც ვისწრაფვით - სიყვარულის და არა სიძულვილის ევროპა, მშვიდობის და არა ომის ევროპა, რწმენის და არა გამოგონილი იდეოლოგიების ევროპა. ჩვენი ევროპა აქ არის.

დროა, სწორედ ამ ევროპელებს მოუსმინონ მათმა ხელისუფლებებმა", - წერს პაპუაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×