
ფილოლოგი ქეთი ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის წერილს აქვეყნებს:
"ყოველთვის თავს ვიკავებდი, ზვიად გამსახურდიას შვილებთან დაკავშირებულ ყველა სამართლიან საზოგადოებრივ აღშფოთებას საჯაროდ გამოვხმაურებოდი, რადგან მიმაჩნდა, რომ მათ ბევრი უსამართლობა, სტრესი, დევნა და განსაცდელი გამოიარეს და ახლა ეშურებიან იმ დაკარგულის აღდგენას -მეთქი. მაგრამ ის, რაც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა -ვგულისხმობ გიორგი გამსახურდიას კომენტარს მუსიკოს დედა-შვილზე, ყოველგვარ ზღვარს სცდება.
1991 წელია, ზვიად გამსახურდია უკვე პრეზიდენტია, კინოს სახლში შევდივართ მე და ჩემი მეგობრები . გარეთ გია ჭანტურია ატარებს მიტინგს და სიტყვით გამოდის. ჭანტურია ზვიად გამსახურდიას უწოდებს ფაშისტს, ჩაუშესკუს, სტალინს და ბოლოს თავის სიტყვას ასე ამთავრებს -გამსახურდია ოიდიპოსის კომპლექსითაა შეპყრობილი და ეს კარვის ქალებიც ამიტომ ჰყავს გარშემოო.
აქ ჩემი მოთმინების ფიალა აივსო და ძალიან უხეშად მივაძახე – სხვის დედებს შეეშვი და შენს ჩეკისტ ცოლს მიხედე-მეთქი.
ჭანტურიამ იარაღი ამოიღო, დამიმიზნა და ირაკლი წერეთელი რომ არ ყოფილიყო, ახლა ჩემი სახსენებელიც აღარ იქნებოდა. ეცა ხელებში, ჩაკეტეს კინოს სახლი და ჩვენ უკანა კარიდან გაგვიყვანეს.“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე