რეზონანსი
26.09.2026

საქართველო ღვინის სამშობლოა – ეს არის საამაყო და ამავე დროს ჩვენი პასუხისმგებლობაც, რომ ქართული ღვინო უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. ღვინო იბადება ვენახში და ის ყურძენი, რომლისგანაც ღვინო მზადდება უნდა იყოს ხარისხიანი, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ რთველის მიმდინარეობის შეფასებისას.

მეხუზლამ ისაუბრა ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების რეგულაციებზე.

„ყურძნის იმ კატეგორიას ჰქონდა ფასი 30 თეთრი,  რომელიც საღვინე არ არის და ამგვარი ყურძენი  მთელი გადამუშავებული მოსავლის 0,5%-ია. საუბარია არა ყურძენზე, არამედ მკვახე პროდუქტზე. როდესაც სახელმწიფო ყველა ხარისხის ყურძენს ერთ ფასად იბარებდა,  ამ მიდგომამ მევენახეებში გააჩინა არასწორი მოტივაცია, ისინი სათანადოდ აღარ ზრუნავდნენ ვენახის მოვლაზე, რადგან ნებისმიერი ხარისხის ყურძენს ერთ ფასად ყიდდნენ. დიფერენცირებული ფასები აისახება კერძო კომპანიების მიდგომაზეც, რომლებიც მევენახეების ყურძენს აფასებენ ხარისხის მიხედვით“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×