რეზონანსი
26.09.2026

ყურძენი კი არ არის ბიზნესი, ბიზნესი არის უკვე პროდუქტი - ღვინო. მაგრამ, არის ყურძნის ჯიშები, რომლებიც თავისთავად ბიზნესია და ასეთი არის ე.წ. სუფრის ყურძენი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.

„სუფრის ყურძენი“ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშია გავრცელებული. როცა ამის სეზონი დგება, ეს ყურძენი 10-15 ლარი ღირს. ამიტომ, შეგვიძლია, იმ ადგილებში, სადაც შაქრიანობაა და იმ ყურძნის ჯიშს არ სჭირდება შაქრიანობა, ჩანაცვლების პროგრამა განვახორციელოთ. ჩვენი მეზობელი სომხები ამას მშვენივრად აკეთებენ და ჩვენს ბაზარზე მათი პროდუქცია იყიდება. ამიტომ შეგვიძლია ამ მიმართულებითაც ახალი პროექტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×