
გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ვილი სანიოლის წასვლას ეხმაურება და მას მადლობას უხდის.
მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც გადმოგვეცით და იმ მომენტებისთვის, რომლებიც ერთად გავიარეთ. გამარჯვებები, ბრძოლები, უდიდესი ემოციები და, რაც მთავარია, მოგონებები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. მადლობა იმ ძალისთვის, რომელიც მოგვეცით.
თქვენი წყალობით გავიზარდეთ, საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ერთად დავწერეთ ქართული ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო ფურცლები.
მედნის მიღმა კი ყველაზე მეტად იმ ადამიანურ ურთიერთობებს, რჩევებსა და ყველაფერ იმას ვაფასებ, რაც ამ წლების განმავლობაში ერთმანეთს გავუზიარეთ.
ვამაყობ, რომ ეს გზა თქვენთან ერთად გავიარე. თქვენ სამუდამოდ დარჩებით ამ გუნდისა და ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილად. მადლობა ყველაფრისთვის“, – ამბობს მიქაუტაძე.
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ არის - საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.
სვანაძის დებიუტი ორშაბათს, 28 სექტემბერს, უკრაინელებთან საშინაო მატჩში შედგება.