რეზონანსი
26.09.2026

საქმე გვაქვს სექტასთან, რომელიც ჩაკეტილია თავის თავში, სამყარო დაყოფილი ჰყავს ჩვენიანებად და სხვისიანებად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას უცხოელი პოლიტიკოსები და ევროკავშირი სიწმინდედ ჰყავთ გამოცხადებული.

„ის, რისი ანტიპოდი არის ევროკავშირი, ზუსტად ის თვისება მიაწებეს ევროკავშირს და წარმოადგინეს ის ისე, როგორც სალოცავი სიწმინდე, რომელიც უნდა იყოს ყველაფრის განმსაზღვრელი და მისი კრიტიკა არ შეიძლება. ეს ჯგუფი (ოპოზიცია) ფუნდამენტალისტურია იმიტომ, რომ ეს არის დაფუძნებული ძალადობაზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×