
ეკა გიგაური და მსგავსი „ეჯეოშნიკები“ არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, არაფერია გასაკვირი, თუ ესენი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა. მისივე თქმით, ეკა გიგაურმა საჭიროდ ჩათვალა, თავის მოხსენებაში მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად მოეხსენიებინა.
„მანამდე, ჩვეულებრივად იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებები ჰქონდა სტრასბურგის სასამართლოს ამ საკითხთან მიმართებაში მიღებული და შესაბამისად, არ ჰყოფნიდა არც კომპეტენცია და არც შესაძლებლობა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დაეყენებინა. იმის შემდეგ თავისივე თანაგუნდელებისგან ბულინგის მსხვერპლი გახდა და იმას ვხედავთ, რაც გააკეთა“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
ეკა გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, რადგან მიაჩნია, რომ მისთვის მისჯილი საპატიმრო ვადა და გამოტანილი განაჩენები ფარული პოლიტიკური მიზნებია.