რეზონანსი
25.09.2026

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაძლიერებას. 

აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაიმართა მრავალმხრივი შეხვედრები როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

„ჩვენ გვქონდა მრავალმხრივი შეხვედრები როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ეკონომიკა, განათლება, ახალგაზრდობა, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა - ეს იყო ძირითადი აქცენტები ამ ვიზიტის, თითოეული თემატური მიმართულებით, ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც მინისტრებთან, ასევე საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელებთან.

მოხარული ვარ, რომ შევხვდით მილი მეჯლისის სპიკერს, ქალბატონ საჰიბას და მასთან ერთად, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენს ორ პარლამენტს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას და შემდგომ გეგმებს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×