რეზონანსი
25.09.2026

ვა­კე­ში, N54-ე სა­ჯა­რო სკო­ლის 2 პირ­ველკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლის და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცია, ერთ-ერთი ბავ­შვის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ვა­კის ჯგუფ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. პატარები მალევე იპოვეს, საქმეში ჩართო საპატრულო პოლიცია.

"ამბები"და­უ­კავ­შირ­და 54-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს, ქე­თე­ვან ჩო­ქურს, რომელმაც დაადასტურა, რომ ორი­ვე ბავ­შვი ნა­პოვ­ნია.

"უბ­რა­ლოდ მო­მენ­ტა­ლუ­რად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, მერე და­ვი­ნა­ხეთ კა­მე­რებ­ში, რომ ჭიშ­კარს იქით იყ­ვნენ გა­და­სუ­ლე­ბი. გზა­ზე გა­და­ვიდ­ნენ ჩავ­რთეთ პატ­რუ­ლი და ვი­პო­ვეთ ორი­ვე”, - ამ­ბობს დი­რექ­ტო­რი.

მოსწავლეები ვაკეში იპოვეს, ისინი სკოლას ძალიან დიდი მანძილით არ დაშორებულან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×