რეზონანსი
25.09.2026

"ნაცმოძრაობას" ზოგადად, სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის და ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და შესაბამისად, ჩვენი პარტიის იდეოლოგიაც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა, -  ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ანი წითლიძის მიერ,  "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ჩატარებულ პერფორმანსზე საუბრისას განაცხადა. 

გორდულაძის თქმით, წითლიძეს შეუძლია "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის  ისეთი წარმომადგენლების სახელბთან ჩაატაროს აქციები, როგორებიც მეგის ქარდავა და ძმები ახალაიები არიან.

"ყველას გავახსენებ მის [ბიძინა ივანიშვილის] სიტყვებს, რომ ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ, უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ქართველი ხალხი იმსახურებსო. 

ქალბატონ ანი წითლიძეს, ჩვეულებრივ ნაც.პროპაგანდისტს, შეუძლია, რომ წავიდეს და მეგის ქარდავას, ბაჩო ახალაიას, დათა ახალაიას სახლებთან ჩამოდგეს და იქ ჩაატაროს აქციები - სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედებთან. როგორც სჩვევია სვავს, რომ სხვისი სისხლით პირადი სურვილები დააკმაყოფილოს, ასეთ ვითარებაშია ახლა "კოლექტიური ნაცმოძრაობა", რომელიც დაემსგავსა პოლიტიკურ სვავს," - აღნიშნა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×