რეზონანსი
25.09.2026

ციხიდან საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებული ვასილ მხეიძე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შესახებ დასმულ კითხვას არ პასუხობს. უკომენტაროდ დატოვეს რუსთავის ციხე დღეს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და  ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ. არცერთ მათგანს „ტვ პირველის“ კითხვებისთვის არ უპასუხია. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალის საქმეში, რომელიც ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება, ყოფილი პრემიერის წინააღმდე ჩვენებები თადვაცვის ექს-მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ მისცეს. ეს წერია პროკრუატურის განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.

რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×