
რამდენიმე დღის წინ უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ ვიდეო გამოაქვეყნა. ის ტყეში სეირნობისას ქალზე ძალადობის ფაქტს შეესწრო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალზე მეუღლე ძალადობდა. თუმცა მას შემდეგ რაც ბაირამოვამ პოლიციას შეატყობინა, მამაკაცი ადგილიდან მიიმალა, ქალი კი გადაარჩინეს.
როგორც სამირა ბაირამოვა ავრცელებს, სასამართლომ მოძალადე კაცი 2 000 ლარის გირაოთი გაათავისუფლა.
"საქართველოში არ ვარ გავიგე რომ სასამართლომ მოძალადე კაცი 2 000 ლარის გირაოთი გაათავისუფლა. თუმცა პროკურატურა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ბრალის მუხლი დამძიმდა.
ამიტომ მოძალადე და მისი ახლობლები ჯერ ნუ იზეიმებენ!
ჩვენ ვიცით შემთხვევები, როდესაც ერთი გინების ან შეურაცხმყოფელი სიტყვის გამო ადამიანს ციხეში უშვებენ. მაგრამ როცა საქმე ქალის ღირსების შელახვას, დამცირებასა და ძალადობას ეხება, რატომ უნდა იყოს მიდგომა ასეთი მსუბუქი?
ქალის უსაფრთხოება და ღირსება "მსუბუქი" საკითხი არ არის. ძალადობას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს.
მოსამართლე დაიცავს ქალს მოძალადისგან, თუ ის კვლავ იმავეს ჩადენას მოინდომებს?" - წერს ბაირამოვა.