
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამართოს შეხვედრები.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებს, მათ შორის პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს სხვადასხვა დონეზე გვექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ. გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე. ასევე, შესაძლებლობა გვექნება, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს არის საუკეთესო ადგილი, შესაძლებლობა, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.