
მოკლული გიგა ავალიანის დედა პოდკატს - „ადვოკატის ხმა“ სტუმრობდა, სადაც განაცხადა, რომ ის და მისი მეორე შვილი მუქარებს იღებენ. ეკა კუპატაძის თქმით, ამის გამო, მათ იარაღის ტარების უფლება მოიპოვეს. როგორც მოკლული გიგა ავალიანის დედა ამბობს, „ტყვიას ტყვიაში აჯენს“.
„იმდენი მუქარა გვაქვს, მე და ნიკამ, ორივემ ავტომატები ვიყიდეთ, სროლა ვისწავლეთ. სახლი და სასაფლაო გარშემორტყმული გვაქვს კამერებით. მუქარას მუქარაზე ვღებულობთ. იცით, როგორ ვისვრი? - ტყვიას ტყვიაში ვაჯენ.
ტარების უფლებაც გვაქვს. გამოცდა ჩავაბარეთ, ოფიციალურად გავაფორმეთ, ტარების უფლება მაქვს. ვისვრი მოძრაობაში და სირბილში. პოლიგონზე ვვარჯიშობთ, ჩვენ კანონებს არ ვარღვევთ“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.