რეზონანსი
18.09.2026

გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ქვეყნის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თანამდებობიდან გადადგომას წლის ბოლომდე ელოდება.

კვლევით ცენტრ YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით გამოკითხული 1611 ზრდასრული ადამიანიდან 48% წლის ბოლომდე მერცის თანამდებობიდან გადადგომას ელოდება, 31% თვლის, რომ ის თანამდებობაზე დარჩება, ხოლო 21%-მა კითხვას პასუხი არ გასცა.

მედიის ცნობით, მერცის პარტია, რომლის რეიტინგი ბოლო თვეებში მკვეთრად დაეცა, კვირას გერმანიის ორ მიწაზე დაგეგმილ არჩევნებში, სავარაუდოდ დამარცხდება.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში „ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს“ (CDU) დაახლოებით 7%-იანი მხარდაჭერა აქვს. თუ ეს დადასტურდა, ეს CDU-სთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის 16 ფედერალურ მიწაზე ან ეროვნულ დონეზე ყველაზე ცუდი შედეგი იქნება.

ამასთან, მედიის ცნობით, ბერლინში მემარცხენეები CDU-ს მცირედით უსწრებენ, რაც დედაქალაქში მოქმედ მერის თანამდებობის დაკარგვის რისკის ქვეშ აყენებს.

ცნობისთვის, 6 სექტემბერს, გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმათა 44%-ის მიიღო, მმართველმა „სოციალ-დემოკრატიულმა კავშირმა“ კი 18 % მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×